ქობულეთში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეები სესხების გადავადებას ითხოვენ

ქობულეთში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეები მერიის შენობასთან იკრიბებიან და საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, პანდემიის გამო ქობულეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა და საბანკო დავალიანებას ვერ იხდიან.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა სესხების გადავადება ან ე.წ „გაყინვა“ მოხდეს.

მათი განცხადებით, პანდემიამ საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს ფინანსური პრობლემები შეუქმნა.

აქციაზე ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მივიდა და მოსახლეობის მოთხოვნებს ეცნობა.