ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის კერძო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის სტიმულირების პროექტი წარმოადგინა. პროექტის ტექსტს ,,ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
,,ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის საფასურის ფასდაკლება 2021-2022 წლებში:
- კომპანიისთვის, რომლის თანამშრომელთა 80% არის სრულად ვაქცინირებული - 50% ფასდაკლება
- კომპანიისთვის, რომლის თანამშრომელთა 60% არის სრულად ვაქცინირებული - 30% ფასდაკლება
- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2021-2022 წლებში ორგანიზებული საერთაშორისო და შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის პრეს და გაცნობითი ტურების ორგანიზებისას მომსახურების შესყიდვისას (ტრანსპორტირება, კვებისა და განთავსების ობიექტები და აშ), პრიორიტეტის მინიჭება კომპანიებს, რომელთა თანამშრომელთა 60% იქნება ვაქცინირებული
- სტიმულირების პაკეტი ტურისტული კომპანიებისა და გიდებისთვის
- ყველა სრულად ვაქცინირებული გიდის უსასყიდლო წვდომა სახელმწიფო სერვისებზე - მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და საბაგირეობზე შესვლა იქნება უფასო
- სახელმწიფო მუზეუმებში, მუზეუმ ნაკრძალებში, დაცული ტერიტორიებზე - 2 თვე: სექტემბერი - ოქტომბერი უფასო შესვლა
- სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე - სეზონის გახსნიდან - იანვრის ჩათვლით უფასო აბონიმენტით სარგებლობა" - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.