საქართველოში ყავის იმპორტი შემცირდა - ქვეყნები, სადაც პროდუქტს ვყიდულობთ

საქართველოში ყავის იმპორტი შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 7 თვეში (იანვარ-ივლისი) საქართველომ 3,375 ტონა (9,324 მლნ აშშ დოლარი) ყავა შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 3,490 ტონა (8,783 აშშ დოლარი).

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ქვეყნების ჩამონათვალით, სადაც საქართველომ 2021 წლის 7 თვეში ყავის იმპორტი განახორციელა. ჩამონათვალი ასეთია:

  • ინდონეზია - 3,226 მლნ აშშ დოლარი (1,758 ტონა)
  • რუსეთი - 1,212 მლნ აშშ დოლარი (303 ტონა)
  • ვიეტნამი - 1,111 მლნ აშშ დოლარი (614 ტონა )
  • იტალია - 1,074 მლნ აშშ დოლარი (115 ტონა )
  • გერმანია - 803.3 ათასი აშშ დოლარი ( 140 ტონა)
  • საფრანგეთი - 392.3 ათასი აშშ დოლარი (44.3 ტონა)
  • სომხეთი - 339.13 ათასი აშშ დოლარი (109.4ტონა)
  • თურქეთი - 277.7 ათასი აშშ დოლარი (45.8 ტონა)
  • ნიდერლანდი - 156.2 ათასი აშშ დოლარი (27.6 ტონა)
  • უგანდა - 127.2 ათასი აშშ დოლარი (76.8 ტონა)

გარდა ამისა, ყავის იმპორტი ხორციელდება: ავსტრიიდან, ბელგიიდან, ბრაზილიიდან, ბულგარეთიდან, ბელარუსიდან, კამერუნიდან, ჩინეთიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, ინდოეთიდან, ირლანდიიდან, იორდანიიდან, ქუვეითიდან,. პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, შვეიცარიიდან, უკრაინიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ-დან.

ნინი ქეთელაური