„თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის აგვისტოში თიბისი ბანკის მიერ გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65%-ით გაიზარდა. ანუ გამოდის, რომ სესხების მოცულობა 2019 წლის დონეს კვლავ აჭარბებს.
ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იპოთეკური სესხების მოცულობა დაახლოებით 16-17%-ით გაიზარდა. ეს ბუნებრივია, რადგან გასული წლის აგვისტოში ქვეყანაში იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა მოქმედებდა, რამაც სესხებზე მოთხოვნა გაზარდა. მოცემული პროგრამა ქვეყანაში 2020 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა.
გარდა ამისა, 2021 წლის აგვისტოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბინების ტრანზაქციების რაოდენობაც, კერძოდ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დედაქალაქში ბინების ტრანზაქციების მოცულობა 20%-ით გაიზარდა.