უძრავი ქონების ძებნა - რა უნდა გავითვალისწინოთ

მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების ბაზარი მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩევა, მაძიებელი სანამ სახლის შეძენის გადაწყვეტილებას მიიღებს, ბევრი მნიშვნელოვანი, თუ წვრილმანი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.

როგორც წესი, ბინის ძებნისას ადამიანები ფართს და ლოკაციას აქცევენ ყველაზე დიდ ყურადღებას, არადა არსებობს ისეთი საკითხები, რამაც სამომავლო პერსპექტივაში შესაძლოა დისკომფორტი შეგიქმნათ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია კორპუსის მიმდებარე ინფრასტრუქტურა. აუცილებლად დაინტერესდით კორპუსის ირგვლივ არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის საკითხით, იქნება თუ არა პარკი, სათამაშო მოედანი მახლობლად. ხომ არ „ემუქრება“ თქვენს ხედს ცვლილება. შესაძლოა თქვენს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ხედებმა დადებითად იმოქმედა, თუმცა მომავალში აშენდეს კორპუსი და ეს ხიბლი თქვენი სახლის ნაკლად გადაიქცეს.

გარდა ამისა, მშენებლობის ხარისხის შემოწმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკეთესია თუ არჩევანს ენერგოეფექტური მასალებით აშენებულ შენობაზე შეაჩერებთ, რაც მოგცემთ საშუალებას, დაზოგოთ კომუნალური გადასახადების 40%. ენერგოეფექტურ ბინაში ცხოვრებით, მომხმარებლები ნაკლებ ენერგიას ხარჯავენ, ხოლო ენერგიის დაზოგვით მცირდება მისი უარყოფით გავლენა გარემოზე, რაც აუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს.

ავტოსადგომი ან სპეციალურად გამოყოფილი საპარკინგე სივრცე ის საკითხია, რომლის არ არსებობის შემთხვევაში, ყოველდღიურად გექნებათ მანქანის გაჩერების პრობლემა.

არანაკლებ საყურადღებოა ტრანსპორტისა და მარკეტების სიახლოვე. შორი მანძილიდან პროდუქტით დატვირთული პარკებით სახლამდე სიარული, ნამდვილად არაა სასიამოვნო.

Area.ge - უძრავი ქონების პლატფორმა

უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge ეხმარება როგორც ქონების მაძიებელს, ასევე გაყიდვით დაინტერესებულ პირს, სწრაფად და მარტივად გაყიდოს ან მოძებნოს მის მოთხოვნებზე მორგებული საცხოვრებელი.

ქონების ეფექტურად წარმოჩენისთვის სწორად შედგენილი განცხადება და შესაბამისი ხარისხის ფოტოებია საჭირო. არეას ფოტოგრაფთა გუნდი, აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკით მოახდენს თქვენი ქონების ვიზუალიზაციას, გადაიღებს რეალისტურ, აღქმად, ნათელ ფოტოებს, ხოლო განცხადების რედაქტორი დაგეხმარებათ პროფესიონალურ დონეზე შეადგინოთ განცხადება და მაღალი ხარისხის ფოტო მასალით განათავსოთ საიტზე.

გარდა ამისა, Area-ს უძრავი ქონების პლატფორმა გთავაზობთ რეკლამას სოციალურ მედიაში, რომელიც უზრუნველყოფს განცხადების პოპულარიზაციას სოციალურ მედიაში. უძრავი ქონების მაძიებელთა ქცევის ანალიზით, თქვენი განცხადება გამოჩნდება იმ მომხმარებლებთან, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულნი მსგავსი პარამეტრებისა და მახასიათებლების უძრავი ქონებით, შედეგად თქვენს განცხადებას უფრო მეტი მომხმარებელი ნახავს სოციალური მედიით, რითაც თქვენ 50%-ით გაზრდით გარიგების სწრაფად დასრულების შანსს.

იპოთეკური სესხის მოთხოვნა Area-ს დახმარებით ახლა უკვე დისტანციურად, ბანკში მიუსვლელად არის შესაძლებელი. მას შემდეგ, რაც არეაზე შეარჩევთ ქონებას, სესხის კალკულატორით გამოითვლით ყოველთვიურად გადასახდელ თანხას, საპროცენტო განაკვეთს და განცხადების მარტივ ფორმას შეავსებთ, გააგზავნით იპოთეკური სესხის მოთხოვნას ბანკში, რის შემდეგაც ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და მოახდენს სესხის აღების პროცესის დასრულებას.

არეა ორიენტირებულია მომხმარებელთა კომფორტზე და სწორედ ამიტომ ერთ სივრცეში სთავაზობს ყველა იმ პროცედურას, რაც უძრავი ქონების ყიდვა - გაყიდვასთანაა დაკავშირებული.

(R)