“თალიბანი“ ქვეყნიდან დოლარისა და ანტიკვარული ნივთების გატანას კრძალავს

მოძრაობა „თალიბანმა“ გამოსცა განკარგულება ქვეყნიდან დოლარისა და ანტიკვარული ნივთების გატანის აკრძალვასთან დაკავშირებით, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „თალიბანის“ წარმომადგენელი ვარდაკ ალჰანაფი „ტვიტერში“ წერს.

”ვაცნობებთ მოქალაქეებს, რომ ავღანეთიდან დოლარის და ანტიკვარიატის გატანა აკრძალულია როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით ”, - აცხადებს ალჰანაფი.

მისი თქმით, ვინც აღნიშნულ წესს დაარღვევს, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.