Google-ის რობოტაქსები უკვე მოსახლეობას ემსახურება

Alphabet Google-ის კუთვნილი კომპანია Waymo-ს თვითმავალი ტაქსები უკვე კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოს მცხოვრებლებს ემსახურება. თუმცა Jaguar I-PACE-ის მთლიანად ელექტრიზებული რობოტული მართვის მანქანები თავიდან ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ სამხრეთ და დასავლეთ რაიონების, მათ შორის რიჩმონდისა და ბერნარ ჰაითსის მცხოვრებლებს ემსახურებიან. როგორც Waymo-ში აცხადებენ, ქალაქის მთელი მოსახლეობისთვის რობოტაქსების ამუშავებას სამი წელიც არ დასჭირდება.

რობოტაქსის მოძრაობის დროს მძღოლის სავარძელზე მჯდომ ოპერატორს ხელები, საჭის ნაცვლად, მუხლებზე აქვს დაწყობილი, თუმცა ავარიული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ოპერატორი საჭის ხელით სამართავად მუდამ მზადაა. Waymo-ს აპლიკაციაზე რეგისტრაცია ნებისმიერ მსურველს შეუძილია, თუმცა მგზავრების სია შეზღუდულია და მათ კომპანია თავად არჩევს. სიას ასობით მგზავრამდე კომპანია მალე გაზრდის.

Waymo-ს პროდუქციების უფროსი მენეჯერი, სემ კანსარა სააგენტო Reuters-თან აღიარებს, რომ ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებები იმაზე ნელა ვითარდება, ვიდრე კომპანიაში პროგნოზირებდნენ.

„ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს, უბრალოდ, მეტი ინფორმაციის მიღებისა და საგზაო რუკი შესადგენად გადადგმული პირველი ნაბიჯია,“ - აცხადებს სემ კანსარა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ