”გუგლმა” ახალი უპილოტო ავტომობილის პირველი პროტოტიპი წარმოადგინა

”გუგლის” ავტომობილი 2 ადამიანზეა გათვლილი და მისი სიჩქარე 40კმ/სთ იქნება

კომპანია Google-მა უპოლოტო ავტომობილის პირველი პროტოტიპი წარმოადგინა. ამის შესახებ, კომპანიამ საკუთარი პროექტის Self-Driving Car-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განაცხადა.

”დღეს ჩვენ საუკეთესო სადღესასწაულო საჩუქარს ვხსნით, რომლის მოფიქრებაც შეგვეძლო - ჩვენი უპილოტო ავტომობილის პირველი პროტოტიპი” - ნათქვამია პოსტში. კომპანია ახალ მოწყობილობას, უპილოტო ავტომობილის პირველ დასრულებულ პროტოტიპად მიიჩნევს. ”გუგლის” ავტომობილი 2 ადამიანზეა გათვლილი და მისი სიჩქარე 40კმ/სთ იქნება. ბენზინის ნაცვლად, იგი ელექტროენერგიაზე იმუშავებს.

კომპანიის წარმომადგენლები, საკუთარი ახალი ელექტრო-მოწყობილობის გამოყენების რამდენიმე შესაძლო სცენარს განიხილავენ, მათ შორის, მისი როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ასევე მოხუცი ადამიანებისთვის გამოყენების საშუალებას.