Xiaomi სმარტფონების წარმოებაში Mi დასახელებას აღარ გამოიყენებს

ჩინური სმარტფონების მწარმოებელი კომპანია Xiaomi წყვეტს მის ახალ პროდუქციაში ბრენდ Mi-ს გამოყენებას. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თავად ავრცელებს.

„2021 წლის მესამე კვარტლიდან პროდუქციის ხაზი Mi გამოვა Xiaomi ბრენდის ქვეშ. ეს ცვლილება ერთგვაროვანს გახდის ჩვენი ბრენდის გლობალურობას და შეწყვეტს იმ სხვაობას, რომელიც არსებობს ბრენდსა და მის პროდუქციას შორის“ , - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ჩინური მწარმოებელი ამიერიდან გამოსცემს პროდუქციას ორი სახელით - Xiaomi და Redmi. აქედან Xiaomi-ის ბრენდის ქვეშ გამოვა ფლაგმანი ლუქს კლასის პროდუქცია, ხოლო Redmi-ის ქვეშ უფრო ხელმისაწვდომი და ახალგაზრდული პროდუქცია.

ცნობისთვის, Xiaomi 2021 წლის ივნისში პირველად გახდა ლიდერი კომპანია მსოფლიოში სმარტფონების გაყიდვის კუთხით. Counterpoint Research-ის მონაცემებით, მისი წილი სმარტფონების გაყიდვების გლობალურ ბაზარზე 17,1% იყო, მეორე ადგილზე - 15,7%-ით Samsung, ხოლო მესამეზე - Apple 14,3%-ით.

კოკა კვირკველია