მსოფლიო ბანკმა ავღანეთში დახმარების პროგრამა შეაჩერა

მსოფლიო ბანკმა ავღანეთში ფინანსური ოპერაციების შეჩერების შესახებ გამოაცხადა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ის ყურადღებით დააკვირდება ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენ ღრმად ვარ შეშფოთებულნი ავღანეთში შექმნილი ვითარებით და მისი გავლენით ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე, განსაკუთრებით ქალებისთვის“, - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

სააგენტოს ცნობით, მსოფლიო ბანკი მოვლენათა განვითარების შესაბამისად იმოქმედებს, ექნება კონსულტაციები საერთაშორისო თანამეგობრობასთან და პარტნიორებთან, ასევე გამოძებნის შესაძლებლობას დარჩეს ჩართული „ძლივს მიღწეული განვითარების პროცესში“.

2020 წლიდან მსოფლიო ბანკმა ავღანეთში რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტებში განვითარების საერთაშორისო ასოციაციის IDA-ს მეშვეობით 5,3 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება გასწია.

2021 წლის აპრილისთვის კი IDA-ს ეგიდით ხორციელდებოდა 12 პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 940 მილიონი დოლარი იყო. გარდა ამისა, ავღანეთის რეკონსტრუქციის ტრასტ ფონდის მეშვეობით მსოფლიო ბანკმა ამ ქვეყანაში 15 პროექტი განახორციელა, რომელთა ჯამური ღირებულება 1,2 მილიარდი დოლარია.

მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ მას არ აქვს უფლება გამოუყოს ფინანსური დახმარება ქვეყანას, თუ მისი ხელისუფლება არ არის აღიარებული მსოფლიო ბანკის წევრი 189 ქვეყნის მიერ.

კოკა კვირკველია