პანდემიის მიუხედავად ამერიკელი მილიარდერების ქონება კიდევ უფრო გაიზარდა

მიუხედავად პანდემიისა და კორონავირუსის მიერ ეკონომიკისთვის მიყენებული სერიოზული დარტყმებისა, ამერიკელი მილიარდერების უმეტესობამ მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი კაპიტალი ბოლო 17 თვის განმავლობაში. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Institute for Policy Studies გამოაქვეყნა. მასში აქცენტი გაკეთებულია შტატებში ქონებრივ უთანასწორობაზე.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ „ამერიკელი მილიარდერები პანდემიის დროს 1,8 ტრილიონი დოლარით უფრო მდიდრები გახდნენ“, ანუ მათი ჯამური კაპიტალი „გაიზარდა მესამედით (62%). 2020 წლის მარტში ის შეფასებული იყო 3 ტრილიონი დოლარით, 2021 წლის 17 აგვისტოსთვის კი 4,8 ტრილიონ დოლარს აღწევს. მათივე შეფასებით, 2020 წლის მარტისთვის ამერიკაში 614 მილიარდერი იყო, ხოლო აგვისტოს 17 რიცხვისთვის მათი რაოდენობა 708 გახლავთ.

Institute for Policy Studies-ში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ასეთი სურათისა, ამერიკელების უმრავლესობა სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს აწყდება და ეს პრობლემები კიდევ უფრო გაუმწვავდათ პანდემიის დროს. კვლევაში აღნიშნულია რომ პანდემიის გამო სამსახური დაკარგა 86-მა მილიონმა ამერიკელმა, 38 მილიონი ვირუსით დაინფიცირდა, 625 ათასი კი გარდაიცვალა.

კოკა კვირკველია