ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ბანკებმა მომხმარებლების მომსახურება განაახლეს, თუმცა მოქალაქეებს დიდი თანხის გატანის შესაძლებლობა არ აქვთ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც ბანკებთან არსებული გრძელი რიგებია ასახული.
ბანკები ქაბულში 15 აგვისტოს მას შემდეგ დაიკეტა, რაც დედაქალაქი „თალიბებმა“ აიღეს. ბანკების დახურვამ სხვა პრობლემებიც წარმოქმნა, მათ შორის გაიზარდა ფასები საკვებ პროდუქტებზე. ერთი კვირის წინ მუშაობა შეაჩერა ფულადი გზავნილების კომპანია Western Union-მაც.