ტატო ლილუაშვილი - "DMO იმერეთი" ყოველთვის ხელს შეუწყობს Wizz Air-თან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით ქუთაისს კომპანია Wizz Air- ის ტოპ მენეჯერები სტუმრობდნენ. Wizz Air- ის დირექტორი ოვეინ ჯონსი და აეროპორტის განვითარების მენეჯერი ვიქტორია სულე.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერეს, ასევე DMO იმერეთის ორგანიზებით, მოეწყო ექსკურსია ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში და ქუთაისში.

„განუზომელია კომპანია Wizz Air- ის წვლილი ქუთაისისა და რეგიონის ტურიზმის განვითარებაში, შესაბამისად DMO იმერეთი ყოველთვის ხელს შეუწყობს არსებული კავშირებისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა DMO იმერეთის ხელმძღვანელმა ტატო ლილუაშვილმა.