Lufthansa-ს ეკიპაჟისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

Reuters-ის ცნობით, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa მოითხოვს, რომ თავისი თვითმფრინავების ეკიპაჟი ვაქცინირებული იყოს. ამის შესახებ ავიაკომპანია თანამშრომლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

„მომავალში საერთაშორისო ფრენები ეკიპაჟის ვაქცინაციის გარეშე ვერ განხორციელდება,“ - განუცხადა Reuters-ს ავიაკომპანიის სპიკერმა.

შვეიცარიაში ავიაკომპანია Lufthansa-ს შვილობილი კომპანია სავალდებულო ვაქცინაციას უკვე ნოემბრის შუა რიცხვებიდან შემოიღებს. შვეიცარული კონტრაქტები ამის საშუალებას მას შემდეგ იძლევა, რაც თავად Lufthansa ამას ჯერ პერსონალთან შეათანხმებს.

რაც შეეხება კიდევ ერთ შვილობილ, ავსტრიულ ავიაკომპანია Austrian Airlines, მისი 10 თანამშრომლიდან 9 ვაქცინირებულია.

თვის დასაწყისში ყველა თავის ამერიკელ თანამშრომელს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია United Airlines-მაც მოთხოვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ