Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1200 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1200 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1280 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 25 აგვისტოს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1305 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6765 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.