ლეპტოპების იმპორტმა პანდემიამდელ მაჩვენებელს 71,4%-ით გადააჭარბა - ქვეყნები, საიდანაც კომპიუტერებს ვყიდულობთ

მიმდინარე წელს საქართველოში ლეპტოპების იმპორტი, პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, 71,4%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის 7 თვეში (იანვარ-ივლისი) საქართველოში ჯამში 14,725 მლნ აშშ დოლარის კომპიუტერები შემოვიდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 18,501 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2021 წლის 7 თვეში - 25,246 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ქვეყნების ჩამონათვალით, საიდანაც მიმდინარე წელს საქართველომ ლეპტოპები შეიძინა:

  • ჩინეთი - 9,268 მლნ აშშ დოლარი
  • ჩეხეთი - 3,165 მლნ აშშ დოლარი
  • ჰონ-კონგი - 3,128 მლნ აშშ დოლარი
  • შვეიცარია - 2,585 მლნ აშშ დოლარი
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1,673 მლნ აშშ დოლარი
  • ნიდერლანდი - 1,268 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი - 1,082 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 813.4 ათასი აშშ დოლარი
  • აშშ - 580.8 ათასი აშშ დოლარი
  • ირლანდია - 431.6 ათასი აშშ დოლარი

გარდა ამისა, საქართველო ლეპტოპების იმპორტს ახორციელებს შემდეგი ქვეყნებიდანაც: სინგაპური, აზერბაიჯანი, ავსტრია, ბანგლადეში, სომხეთი, ბელგია, ბელარუსი, კანადა, ტაივანი, კვიპროსი, ესტონეთი, ფინეთი, ისრაელი, იტალია, კორეა, ლატვია, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, პოლონეთი, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო.

ნინი ქეთელაური