თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ მომხმარებლებს ელექტროენერგიის დარიცხული საფასური დაუკორექტირა

თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ ელექტროენერგიის დარიცხული საფასური დააკორექტირა.

კომპანია „თელმიკოს“ ინფორმაციით, შეცვლილი თანხა სააბონენტო ბარათზე უკვე აისახა და გადასახადის გადახდისას ჩანს. მათივე ცნობით, შესწორებული მონაცემი, ასევე აისახება მომდევნო თვის ქვითარში და კორექციის ველში გამოჩნდება.

„გასათვალისწინებელია, რომ დაკორექტირებული თანხა, ქვითარში მინუსში (-) იქნება ასახული, რაც ნიშნავს, რომ თანხა ირიცხება მომხმარებლის ანგარიშზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777, მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუქში ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.