ბელგიელებს სექტემბრიდან მეზობლის ბაღში ჩავარდნილი ბურთის გამოტანა შეეძლებათ

1-ლი სექტემბერიდან ბელგიაში ძალაში შედის საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვითაც ყველას, ვინც ბურთს მეზობლის ბაღში შემთხვევით გადააგდებს, შეუძლია ის დაიბრუნოს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

პროფესორი ვინსენტ საგარტი, რომელიც საკუთრების შესახებ ახალი კანონის თანაავტორია, აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი რთული სამართლებრივი მდგომარეობის გასარკვევად აუცილებელი იყო.

„1-ლი სექტემბრამდე მდგომარეობით, მეზობელს ბურთის დაბრუნება უწევს, თუმცა შეუძლია, თავის ბაღში არავინ შეუშვას, 1-ლი სექტემბრიდან კი თქვენ გექნებათ უფლება, მეზობლის ბაღშიც მიჰყვეთ თქვენს ბურთს ან შინაურ ცხოველს, თუ ისინი შემთხვევით იქ აღმოჩნდებიან. აკრძალულია ბურთის სპეციალურად გადაგდება ღობეზე, რომ ნახოთ, თუ რა არის ღობის იქით. რასაკვირველია, ახალ კანონს მოქალაქეების საღი აზრის იმედი აქვს,“ - აცხადებს ვინსენტ საგარტი.

ბელგიურ საზოგადოებაში გაჩნდა შეშფოთება, რომ ახალი კანონი არაკეთილსინდისიერ ქცევებს გამოიწვევს და ხელოვნური მიზეზით სხვის საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე უცხო პირთა გადასვლის შემთხვევებს გააჩენს. თუმცა ბელგიის პროვინცია ფლამანდიური ბრაბანტის მსუბუქი სიმძიმის სასამართლოს თავმჯდომარე, მსოფლიო მოსამართლე ერიკ დირიკი აცხადებს, რომ კანონი მკაცრად გაკონტროლდება.

„ადამიანები უმიზეზოდ ვიღაცის ბაღში გადასვლას ვერ შეძლებენ და ჩემი, როგორც მოსამართლის საქმე იქნება, ამას თვალყური ვადევნო. კანონის ბოროტად გამოყენება მკაცრად დაისჯება. ასევე, უნდა გამოვიჩინოთ სიფხიზლე კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით," - აცხადებს ერიკ დირიკი.

ახალი კანონით, ასევე, ნებადართული ხდება მეზობლის ბაღში კიბის ჩადგმა ბუნებრივი ღობის გაკრეჭვის ან ჟოლობების გაწმენდის მიზნით.

„ეს უფლება სამშენებლო სამუშაოებზეც გავრცელდება და დროებითი უფლების ძალა ექნება, რის გამოც მეზობელს შეუძლია, კომპენსაციაც მოითხოვოს შექმნილი უხერხულობის გამო," - აცხადებს ვინსენტ საგარტი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ