Samsung-ს მოპარული ტელევიზორის დაბლოკვა მსოფლიოს ყველა წერტილში შეუძლია

კორეული ტექნოლოგიური კომპანია Samsung აცხადებს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საკუთარი წარმოების ყველა ტელევიზორის დისტანციურად დაბლოკვა შეუძლია. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი XDA Developers კორეული კომპანიის პრესრელიზზე დაყრდნობით წერს.

„TV Block ტელევიზორის ბლოკირების დისტანციური სისტემაა, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ტელევიზორით სარგებლობა მხოლოდ მის მფლობელს შეუძლია. ამ ტექნოლოგიის შექმნის მიზანია ტელევიზორების ქურდობასთან ბრძოლა,“ - ნათქვამია Samsung-ის განცხადებაში, სადაც ხაზგასმულია, რომ ეს ფუქნცია კომპანიის ყველა პროდუქტისთვის არის განკუთვნილი.

მოპარულ მოწყობილობაზე ბლოკირების ფუნქცია კომპანიის სერვერის ჩამონათვალში სერიული ნომრის დისტანციური შეყვანით აქტიურდება. ინტერნეტთან ტელევიზორის მიერთების შემდეგ, ის სიას დაუკავშირდება და მოწყობილობის მუშაობა დაიბლოკება. ფუნქციის სრულად აღსადგენად კომპანიაში ტელევიზორის შეძენასა და ლიცენზიაზე ინფორმაციის გადაგზავნა არის საჭირო.

კოკა კვირკველია