ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ კლუბებში - ამირან გამყრელიძე ახალგაზრდებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ახალგაზრდებს მოუწოდებს, ვიდრე ქვეყანაში ეპიდვითარება არ დასტაბილურდება, დროებით ღამის კლუბებში გართობისგან თავი შეიკავონ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად ზომების გამკაცრებისა, მასშტაბური შეკრებების წესი მაინც ირღვევა.

„ძალიან ბევრი მაკონტროლებელია დღეს, პოლიცია, შრომის ინსპექცია, ზედამხედველობის სამსახურები, ზომები სერიოზულად გამკაცრდა, მაგრამ გეთანხმებით, რომ მაინც ირღვევა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ, მოდით, ცოტა ხანი ახალგაზრდები ხართ, თავი შევიკავოთ ამ კლუბებში სიარულისგან, ხომ შეიძლება არა?! მერე, როცა დამთავრდება ეს ყველაფერი, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ“, - განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.