Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1203 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1203 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1260 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 26 აგვისტოს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1288 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6842 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.