ტელეფონების იმპორტმა პანდემიამდე არსებულ მონაცემებს გადააჭარბა - ქვეყნები, საიდანაც მობილურებს ვყიდულობთ

საქართველოში მობილური ტელეფონების იმპორტმა პანდემიამდე არსებულ მონაცემებს გადააჭარბა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში სულ 98,599 მლნ აშშ დოლარის ტელეფონები შემოვიდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 87,152 მლნ აშშ დოლარის, ხოლო მიმდინარე წლის 7 თვეში - 115,172 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ტოპ-10 ქვეყანას, საიდანაც 2021 წლის იანვარ-ივლისში მობილურების იმპორტი განხორციელდა:

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 32,218 მლნ აშშ დოლარი
  • ჰონ-კონგი - 30,319 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი - 22,120 მლნ აშშ დოლარი
  • ჩეხეთი - 14,463 მლნ აშშ დოლარი
  • ჩინეთი - 4,074 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 2,857 მლნ აშშ დოლარი
  • ნიდერლანდი - 1,951 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 1,203 მლნ აშშ დოლარი
  • შვეიცარია- 1,013 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ - 524.1 ათასი აშშ დოლარი

გარდა ამისა, მობილური ტელეფონები შემოდის შემდეგი ქვეყნებიდანაც: თურქეთი, ტაილანდი, შვედეთი, ვიეტნამი, რუმინეთი, პოლონეთი, აზერბაიჯანი, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ბანგლადეში, ბელარუსი, კანადა, ტაივანი, ესტონეთი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, კორეა, ლატვია, ლიეტუვა და სხვა.

ნინი ქეთელაური