სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" დღეიდან სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის მზადაა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" დღეიდან სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის მზად არის. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დასეტყვილი ყურძნის დაბინავება თელავში, გურჯაანსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში უკვე შესაძლებელია.

,,როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბში დღეს გამართულ თათბირზე აღინიშნა, ყველა რესურსი იქნება მობილიზებული, იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.