სასახლე, რომლის აშენებაც თავის დროზე 256 მილიონი დოლარი დაჯდა და რომელიც ტიტანიკზე მომხდარ ტრაგედიასთან არის დაკავშირებული, ფილადელფიაში მდებარეობს.
მდიდრული სასახლის მეპატრონე პიტერ ვიდენერი, ტიტანიკის 20% -იანი ინვესტორი იყო. 1912 წელს მან თავისი ასაკის გამო, გემით მგზავრობაზე უარი თქვა.
დღეს თითქმის ნანგრევებად ქცეული სასახლე მიტოვებულად ითვლება. ლინვუდის დარბაზი, რომელსაც ჰარი ვიდენერის შვილიშვილმა გარდაცვალებამდე "ბოლო ამერიკული ვერსალი" უწოდა, ფილადელფიასთან ახლოს, 1900 წელს არქიტექტორ ჰორას ტრუმბაუერის მიერ 34 ჰექტარ ფართობზე აშენდა.
70,000 კვადრატული ფუტ მეგა-სასახლეს 55 საძინებელი, 20 აბაზანა, დიდი დარბაზი, დახურული აუზი, სამხატვრო გალერეა და 1000-კაციანი სამეჯლისო დარბაზი აქვს.
სასახლის მეპატრონე ვიდენერი 1912 წელს ტიტანიკის ჩაძირვიდან, 1915 წელს - სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ცენტრალური მოოქროვილი კარიბჭის მქონე უზარმაზარი ქონება მან უმცროს ვაჟს იოსებს უანდერძა, რომელიც 1943 წელს გარდაიცვალა.
1952 წელს, ანტიკომუნისტმა მეუფე კარლ მაკინტაირმა სახლი რელიგიურ სასწავლებლად გადააქცია და “რწმენის სასულიერო სემინარია“ დაარქვა, თუმცა 1992 წელს სასწავლებელი ფინანსური პრობლემების გამო დაიკეტა.
სასახლე გასაყიდად ახლახანს გამოიტანეს. მისი ღირებულება დღეს 11 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, ფასი საკმაოდ ძვირია, რადგან მხოლოდ აღდგენას დაახლოებით 40 მილიონი დოლარი სჭირდება.
'