„ლეგენდები“,  რომლებიც მილიონების გამომუშავებას გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებენ

უმეტესობა ჩვენგანს სმენია გამონათქვამი "მდიდრები მდიდრდებიან". შეიძლება გაგიკვირდეთ, როდესაც გაიგებთ, რომ ეს ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება. თანაც, არიან ისეთი მდიდრებიც, რომელთა სახელებიც მილიონების გამომუშავებას გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებენ.

ისინი დარგის ნამდვილი ლეგენდები არიან. გთავაზობთ 12 ასეთ ცნობილ ადამიანს:

Tupac Shakur

თუფაკ შაკური მისი გარდაცვალების დროს მხოლოდ 200 000 დოლარს ფლობდა, საკულტო სტატუსს რეპერმა მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მიაღწია.

1996 წელს თუფაქის მკვლელობის ამბავმა მსოფლიო შეძრა. მას თანამედროვეობაშიც უამრავი თავყვანისმცემელი ჰყავს, რომლებიც მისი კერპის ალბომებსა და საქონელს უხვად ყიდულობდნენ. დღეს Tupac Shakur ქონება 40 მილიონ დოლარზე მეტია.

Aaliyah

"R&B პრინცესა" ალია კარიერის პიკზე ყოფნისას გარდაიცვალა. თვითმფრინავმა, სადაც მომღერალი იჯდა, ავიაკატასტროფა განიცადა, რასაც ალია ემსხვერპლა. იმ დროს იგი 8 მილიონ დოლარს ფლობდა. სულ რამდენიმე კვირის წინ, ალიას მუსიკა პირველად გახდა ხელმისაწვდომი სტრიმინგ საიტებზე. ოჯახმა გამოსვლის პირველ კვირაში რამდენიმე მილიონი უკვე გამოიმუშავა.

მერლინ მონრო

მსოფლიო დადუმდა მას შემდეგ, რაც 1962 წელს მერილინ მონროს გარდაცვალების შესახებ შეიტყო. ის ნამდვილი კერპი იყო მთელი მსოფლიოსთვის. AJC-ის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2018 წელს, მერლინ მონროს ქონებამ 18 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მსხიობის სახელი მილიონებს გამომუშავებას არ წყვეტს.

„პრინცი“

„პრინცმა“ ლეგენდის სტატუსი მისი გარდაცვალების, 2016 წლის შემდეგაც შეინარჩუნა. გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, მისი ალბომებისა და ნაკეთობების გაყიდვებმა 13 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მხოლოდ ერთ წელიწადში 250 000 ალბომი გაყიდა. ამ წარმატებაზე პასუხისმგებელი დიდწილად მისი ოჯახია, რადგან ისინი აგრძელებენ ოჯახური ვიდეოების და კულისების მიღმა კადრების გამოქვეყნებას, რომლებიც მილიონებს გამოიმუშავებს.

მაიკლ ჯექსონი

მაიკლ ჯექსონმა სიცოცხლის პერიოდში კოლოსალური ოდენობის ქონების გამომუშავება შეძლო. იგი ყოველთვის პოულობდა ახალ გზებს თავისი ერთგული თაყვანისმცემლების გულის მოსაპოვებლად. List Wire– ის თანახმად, 2009 წელს, ლეგენდის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ქონებამ ზრდა განაგრძო. 2018 წლის მონაცემებით ჯექსონის ოჯახმა ბრენდის სახელით 400 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა.

ჯონ ლენონი

ჯონ ლენონი ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე აღიარეს მსოფლიო ლეგენდად, პოპულარობამ 1980 წელს მისი მკვლელობის შემდეგ მოიმატა. გავრცელებული ინფორმაციით, “ჯონ ლენონი“ ალბომის გაყიდვებისა და სერიების ლიცენზიების საფუძველზე წელიწადში 14 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. ბითლზის ბრენდის საქონლის, წიგნების, პლაკატების, ტანსაცმლის და სხვა ნივთების გაყიდვით მილიონების გამომუშავება გრძელდება.

ბობ მარლი

ბობ მარლის მსოფლიოს მხატვრები საკუთარი წარმატების შემქმნელს უწოდებენ. 1981 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ მომღერლის პოპულარობა კვლავ იზრდება. ლეგენდის ქონება განაგრძობს მილიონობით გამომუშავებას გაყიდვებით. მხოლოდ 2018 წელს მან 23 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

Juice WRLD

როდესაც Juice WRLD 2019 წელს გარდაიცვალა, ახალგაზრდა რეპერი უკვე ფლობდა 3 მილიონ დოლარს. მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, Juice WRLD -ის პროდუქციისა და ალბომების გაყიდვებმა 15 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს 4 -ჯერ მეტია, ვიდრე ის სიცოცხლეში ერთ წელიწადში გამოიმუშავებდა.

კობი ბრაიანტი

შვეულმფრენის ჩამოვარდნა, რომელმაც კობი ბრაიანტის, მისი ქალიშვილის ჯანიას და სხვა მგზავრების სიცოცხლე შეიწირა, 2020 წლის მთავარი ტრაგედია გახდა. კალათბურთის ვარსკვლავი კობი ბრაიანტი იმდროისთვის უკვე რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს ფლობდა. გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ კი მისმა ოჯახმა “კობი ბრაიანტის“ სახელით დამატებით 20 დოლარი გამოიმუშავა და ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში გაიზრდება.

ელვის პრესლი

მუსიკის მოყვარულები ელვის პრესლის ნამდვილ ლეგენდად მოიხსენიებენ. 1977 წელს მისმა გარდაცვალებამ კი მომღერლის მიმართ სიყვარული გააათმაგა. მისი იმიჯი მილიონობით მოგების გამომუშავებას კვლავ აგრძელებს. მხოლოდ გასულ წელს პრესლის მილიონზე მეტი ალბომი გაიყიდა, რამაც 40 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

უიტნი ჰიუსტონი

უიტნი ჰიუსტონის ცხოვრება 2012 წელს ტრაგიკულად დასრულდა. მისი თაყვანისმცემლები მისი მუსიკის მოსმენას საიტებზე ისევ განაგრძობენ. Kygo's Higher Love რემიქსი ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ მილიონობით დოლარის გამომუშავება შეძლო. ჰიუსტონი ყოველწლიურად დაახლოებით 9.5 მილიონი დოლარის გამომუშავებას განაგრძობს.

Nipsey Hussle

ნიფსი ჰუსლის ტრაგიკულმა სიკვდილმა 2019 წელს მისი თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო. ის ყოველთვის იარაღით ძალადობის წინააღმდეგი იყო და თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი საზოგადოების გაუმჯობესებას მიუძღვნა. ჰუსლიმ სიცოცხლეში 11 მილიონ დოლარზე მეტის გამომუშავება შეძლო. გარდაცვალების შემდეგ კი შემოსავალი დღითი - დღე იზრდება.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი