"აქტიური შემთხვევების რიცხვი მცირდება, ამ ეტაპზე დიღმის საველე ჰოსპიტლის ფუნქციონირება საჭირო აღარ არის, ეს პოზიტიური ნიშანია"

აქტიური შემთხვევების რიცხვი მცირდება, ამ ეტაპზე, დიღმის საველე ჰოსპიტლის საჭიროება იხსნება - ეს პოზიტიური ნიშანია“,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, დიღმის საველე ჰოსპიტალი საჭიროების შემთხვევაში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

„როგორც გითხარით, ქვეყანაში ეპიდვითარების ოდნავ სტაბილიზაციის ნიშნები არის. დიღმის საველე ჰოსპიტალი ძირითადად ტრიაჟისთვის იყო. იქ მიყავდათ პაციენტები, ვისაც პირველადი, სხვადასხვა სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, შემდეგ გადაჰყავდათ კლინიკაში, თუ ამის საჭიროება იყო, ან სახლის პირობებში აბრუნებდნენ სამკურნალოდ.

დღეს, რადგან ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რიცხვი მცირდება, ამ ეტაპზე, ამ ჰოსპიტლის საჭიროება იხსნება. ვფიქრობ, ყოფნის საავადმყოფოს საწოლები. ეს არ წყვეტს ფუნქციონირებას, დარჩება მზადყოფნის რეჟიმში, თუ ამის საჭიროება დადგა.

დღეს საწოლების რაოდენობა საკმარისია. ბოლო დღეებში, გამოჯანმრთელება მეტია, ვიდრე ინფიცირება. ამ ეტაპზე, საველე ჰოსპიტლის ფუნქციონირება საჭირო აღარ არის. ეს პოზიტიური ნიშანია“,- აღნიშნავს გამყრელიძე.