ირაკლი ქარსელაძე: სოლოლაკის ქედისთვის ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის ცვლილება პროცედურული საკითხია

პროექტ "პანორამა თბილისის" ხელმძღვანელის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სოლოლაკის ქედისთვის ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის ცვლილება პროცედურული საკითხია.

ამის შესახებ ქარსელაძემ ჟურნალისტებს საკრებულოში გაფართოებული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ამ ქედისთვის სტატუსის შეცვლის საკითხი განიხილეს. ამასთან, როგორც ქარსელაძემ განაცხადა, "პანორამა თბილისის" პროექტში მოხდა გარკვეული ცვლილებები და ის უფრო დაიხვეწა. "პროექტი კიდევ უფრო დაიხვეწა, ბევრად უფრო კარგი გახდა და ამას აღიარებენ სპეციალისტებიც", - განაცხადა ქარსელაძემ.