6 ცნობილი ღირსშესანიშნაობა, რომელიც დროებით უნდა ყოფილი და შემდეგ დაენგრიათ

ეიფელის კოშკი პარიზში, ატომიუმი ბრიუსელში, „ლონდონის თვალი“- ის იმ ღირშესანიშნაობების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც დროთა განმავლობაში ცნობილ ქალაქებს კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოუტანეს და დღეს მათ სიმბოლოებადაც კი არიან ქცეული.

თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ისინი დროებით უნდა აღემართათ და შემდეგ მათი დემონტაჟი განხორციელებულიყო. გამოცემა Travel Trivia ასეთ 6 ღირსშესანიშნაობას გთავაზობთ.

eiffel-tower-1630224971.jpg

ეიფელის კოშკი, საფრანგეთი

ეიფელი დღეს არამარტო პარიზში, არამედ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. ის 1889 წელს, საფრანგეთის რევოლუციიდან 100 წლის თავთან დაკავშირებით ააგეს და 20 წლის შემდეგ მისი დემონტაჟი უნდა დაეწყოთ. როგორც ცნობილია, პარიზელების უმეტესობას „უსახური და უზარმაზარი ლითონის კოშკი“ ძალიან აღიზიანებდათ. ეიფელის კოშკმა მალევე შეითავსა რადიოს სიხშირის მიმღების ფუნქცია, რითაც ის განადგურებას გადაურჩა.

washington-square-arch-1630224988.jpg

ვაშინგტონის მოედნის თაღი (აშშ)

1889 წელს ნიუ-იორკში ჯორჯ ვაშინგტონის გაპრეზიდენტებიდან 100 წლის აღსანიშნავად, უზარმაზარი თაღი აღმართეს, რომელიც სულ რაღაც 3 დღის განმავლობაში უნდა მდგარიყო. თუმცა, ის იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მისი დემონტაჟი გადაიფიქრეს.

the-museum-of-science-and-industry-1630225000.jpg

მეცნიერებისა და ინდუსტრიის მუზეუმი (აშშ)

მეცნიერებისა და ინდუსტრიის მუზეუმი ჩიკაგოში 1893 კოლუმბის მსოფლიოს გამოფენისთვის ააგეს. მუზეუმის შენობა დროებითი უნდა ყოფილიყო, თუმცა საგამოფენო დარბაზების პოპულარობის გამო მისი დანგრევა გადაიფიქრეს.

hollywood-sign-1630225013.jpg

ჰოლივუდის აბრა, აშშ

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აბრა Hollywood-ია, რომელიც ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში მდებარეობს.

1923 წელს კერძო საკუთრების პოპულარიზაციის მიზნით, ამერიკელმა ჰარლი ჩენდლერმა ფერდობზე აბრა Hollywoodland აღმართა, რაც 21 000 აშშ დოლარი დაუჯდა. შემაღლებულ ადგილად მდებარე წარწერა ღამის განმავლობაში ნათდებოდა და ის მალევე გახდა პოპულარული. 1949 წელს წარწერის რამდენიმე ასო დაზიანდა და მისი შეკეთების ნაცვლად მხოლოდ Hollywood დატოვეს.

atomium-1630225025.jpg

ატომიუმი, ბელგია

უცნაური ფორმის შენობა ატომიუმი დღეს ბრიუსელის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ის 1958 წელს ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენისთვის ააშენეს.

შენობა, რომელიც 9 უზარმაზარი ბურთისგან შედგება, გამოფენის შემდეგ უნდა დაენგრიათ. თუმცა საზოგადოების ინტერესის გამო, ბელგიის ხელისუფლებამ მისი დატოვება გადაწყვიტა. 2006 წლიდან შენობაში საგამოფენო სივრცე კვლავ გაიხსნა.

london-eye-1630225036.jpg

„ლონდონის თვალი“, გაერთიანებული სამეფო

135 მეტრის სიმაღლის ეშმაკის ბორბალი „ლონდონის თვალი“ გაერთიანებულ სამეფოში ახალი მილენიუმის დაწყების აღსანიშნავად 2000 წელს ააგეს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ის 5 წლის შემდეგ უნდა დაეშალათ, თუმცა გადაიფიქრეს. დღეს „ლონდონის თვალი“ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ერთი სრული წრის გასაკეთებლად ატრაქციონის კაბინებს 30 წუთი სჭირდებათ.

ბექა ბერიაშვილი