მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 217 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 4.5 მილიონზე მეტი ადამიანი

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 217 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 194 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების აქტიური შემთხვევები 18.58 მილიონია.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 39.6 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 32.7 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.