საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1915 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 78 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 411 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 305 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 106 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 915 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 545 033-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.44%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.04%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 929 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 488 661.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 329 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 727 შემთხვევა, აჭარა - 247, იმერეთი - 180, ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 140, გურია - 72, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 171, კახეთი - 174, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 017 საიდანაც: 7 660 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 284, აჭარაში - 1 012, იმერეთში - 1 178. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660 პირი, მათ შორის, თბილისში - 713, აჭარაში - 171, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში - 226, აჭარაში - 42, იმერეთში - 25. 2 864 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 293 - თბილისში, 1 026 - აჭარაში. 38 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 103 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 6 ოქტომბრიდან - 29 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 109 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 572 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 25 398, პირი, აჭარაში - 6 221, იმერეთში - 3 998.