Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1150 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1150 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1185 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 27 აგვისტოს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1248 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6738 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.