კარანტინი მხოლოდ არავაქცინირებულებისთვის - გერმანიის ერთ-ერთი მხარე ახალ ინიციატივას განიხილავს

გერმანიის ფედერაციული რეგიონი ბადენ-ვიურტემბერგი განიხილავს კარანტინის გამოცხადების შესაძლებლობას მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით არ არის აცრილი. ეს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში მოხდება. ამის შესახებ ბადენ-ვიურტემბიურგის ვიცე-პრემიერ თომას შტრობლმა გამოცემა Bild-ს განუცხადა.

„თუ დაავადება ინტენსიური თერაპიის განყოფილებებს დაარტყამს, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. არასწორი იქნება პასუხისმგებლობის ყველაზე გადანაწილება, მათ შორის აცრილებზე, ამიტომ, ვაქცინირებულებზე და არავაქცინირებულებზე განსხვავებული წესები იმოქმედებს," - აცხადებს შტრობლი.

ბადენ-ვიურტემბერგი სოციალური საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს, უფროსი ასაკის არავაქცინირებულ პირებთან კონტაქტი შეიზღუდოს და მათ რესტორნებში ან კონცერტებზე სიარული აეკრძალოთ, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა არავაქცინირებულ პირს უარყოფითი პასუხი კორონავირუსის ტესტზე.

„თუ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების რაოდენობა 200-დან 250-მდე გაიზრდება, ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას, არავაქცინირებულთათვის სოციალურ კონტაქტებზე პირველი შეზღუდვები შემოვიღოთ, ხოლო თუ ეს მაჩვენებელი 300-ს მიაღწევს, არავაქცინირებულ პირებს რესტორნებში ან კონცერტებზე სიარული აეკრძალებათ," - აცხადებს ბადენ-ვიურტემბიურზის ვიცე-პრემიერი.

ამჟამად ბადენ-ვიურტემბერგში ინტენსიურ თერაპიას 100-მდე კოვიდპაციენტი საჭიროებს. ჯანდაცვის სახელმწიფო განყოფილების მონაცემებით, დადგენილმა ლიმიტმა ზღვარს შესაძლოა, მომავალ კვირას გადააჭარბოს.

ვირუსის მეორე და მესამე ტალღის დროს სამხრეთ-დასავლეთ გერმანიის ამ ფედერალურ რეგიონში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 600-ზე მეტი პაციენტი იმყოფებოდა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) ანგარიშის თანახმად, ბადენ-ვიურტემბერგის მთლიანი მოსახლეობის 62%-ზე მეტმა ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მიიღო, ხოლო 59% - სრულად არის აცრილი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ