თამარ გაბუნია განმარტავს, რა შემთხვევაში შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ვაქცინაცია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რა შემთხვევაში შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ვაქცინაცია.

როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვაქცინაციაზე ხელი მიუწვდებათ საქართველოში სამი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში მცხროვრებ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე პროექტ „იმუშავე საქართველოდან“ მონაწილეებს და დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაციების თანამშრომლებს.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვაქცინაცია გათვალისწინებულია იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ცხოვრობს სამი თვის და მეტი ხნის განმავლობაში. ასევე ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა აქვთ „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის მონაწილეებს, თუ წარმოადგენენ დამადასტურებელ საბუთს. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში დიპლომატიური სტატუსის და მასთან გათანაბრებული ორგანიზაციების თანამშრომლებსაც შეუძლიათ აცრა შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე“,- განაცხადა გაბუნიამ.