ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებული მასწავლებელთა 46%-ია

ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებული მასწავლებელთა 46%-ია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“განათლების და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ვაქცინირებული პედაგოგების რიცხვი ყოველდღიურად მზარდია.

„აცრის მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ სამინისტროში, არამედ უმაღლეს სასწავლებლებსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9-დან 46 %-მდე გაიზარდა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროში.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს წევრების განცხადებით, საბჭო სკოლებში სწავლის დაწყების რეკომენდაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს, თუკი მასწავლებლების 80 პროცენტი აცრილი იქნება.