პრემიერი - გარკვეული დამშვიდების კონტურები და სტაბილურობის ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა, ამან არ უნდა წაგვახალისოს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეპიდვითარების კუთხით, გარკვეული დამშვიდების კონტურები და სტაბილურობის ნიშნები გამოიკვეთა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დასტაბილურებამ არ უნდა წაახალისოს მოსახლეობა და არ უნდა მისცეს საფუძველი, რომ მოეშვას.

„გუშინაც ვთქვი და მინდა გავიმერო - გარკვეული დამშვიდების კონტურები და დასტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა, ამან არ უნდა წაგვახალისოს და არ უნდა მოგვცეს საფუძველი რომ მოვეშვათ. პირიქით, ძალიან მობილიზებულად, მაქსიმალურად უნდა დავასტაბილუროთ ვითარება. პირბადე და აცრა არის ამ სიტუაციაში გამოსავალი, იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა და ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდეს და ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ შემდგომი გართულებებისგან. ყველაფერი არის მართული და კონტროლის ქვეშ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.