თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული სოჭისა და ნაძვის ჯიშის ხე-მცენარეები აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, სპორტის სასახლისა და ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარეალიზაციოდ გამზადებული 83 ძირი სოჭისა და ნაძვის ჯიშის ხე-მცენარე აღმოაჩინეს.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარე ონის, ზუგდიდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზეა მოჭრილი. მათივე ცნობით, უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარე სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ და დაილუქა.

უწყების ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებული ზიანი ჯამში 9130 ლარს შეადგენს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნება.