ნათია თურნავა - პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ კიდევ უფრო მეტად ფართოვდება

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ კიდევ მეტად ფართოვდება, - ამის შესახებ ეკონიმიკის და მდგრადი განვთარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი სექტემბრიდან ექსპორტის განვითარებასა და იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული დარგები დამატებით დახმარებას მიღებენ, რაც იაფი სესხისა და გრანტის სახით იქნება წარმოდგენილი.

ამასთან, თურნავამ ეკონომიკის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლო მომავალში დადებით ტენდენციას ელოდება.

„წლის ბოლოს ვვარაუდობთ ორნიშნულიან ეკონიმიკურ ზრდას. დარგობრივად რომ შევხედოთ, თითქმის ყველა სფეროში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება. განსაკუთრებით ლიდერობს გადამამუშავებელი მრეწველობა, ასევე სასტუმროები, რესტორნები და ვაჭრობა. მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა არის ადგილობრივი ექსპორტი, რისი მაჩვენებელიც გაზრდილია თითქმის 50%-ით. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ბიზნესს მომავლის იმედის განცდა გაუჩნდა. ძალიან დიდი მონდომებით ხორციელდება ახალი ინვესტიციები, იდება კონტრაქტები და მიმდინარეობს ვაჭრობისა და ექსპორტის არეალის მუდმივი გაფართოება“, - განაცხადა თურნავამ.