Apple-ის აქციები 3.04%-ით გაიზარდა და თითოზე 153.12 დოლარი შეადგინა. ინფორმაციას RBC ავრცელებს.
გუშინდელი ვაჭრობის სესია კომპანიის ისტორიაში ყველაზე მაღალი ფასით დაიხურა, რის შედეგადაც Apple-ის საბაზრო ღირებულებამ დღის ბოლოს პირველად 2,5 ტრლნ დოლარს გადააჭარბა და ჯერ 2,531 ტრლნ დოლარს მიაღწია, შემდეგ კი 2,537 ტრლნ დოლარამდე გაიზარდა.
Apple შეერთებულ შტატებში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც ეს ბარიერი გადალახა.
Apple-ის ღირებულების ზრდა 27 აგვისტოს, კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. კომპანიის შემოსავალი სამ თვეში, 28 აპრილიდან 26 ივნისის ჩათვლით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 36%-ით გაიზარდა და რეკორდულ 81,4 მლრდ დოლარს მიაღწია. სუფთა მოგებამ 93%-ს, 21,74 მლრდ დოლარი შეადგინა, ანუ თითო აქციის ფასი 1, 3 დოლარი გახდა.
Apple-მა 2 ტრლნ დოლარის საბაზრო ღირებულებას 2020 წლის აგვისტოში გადააჭარბა. მანამდე მას ორი წელი დასჭირდა, რომ 1 ტრილიონიდან 2 ტრლნ დოლარის ნიშნულამდე მიეღწია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ