“არემჯი აურამაინში” მაღაროელის პროფესიული დღე აღინიშნა

“არემჯი აურამაინში” მაღაროელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

კომპანიის მენეჯმენტმა, მაღაროელთა პროფესიული დღე, ბექთაქარის თანამედროვე, დახურული ტიპის მიწისქვეშა მაღაროს თანამშრომლებს მიულოცა. ადგილზე პრაქტიკული და თეორიული ტესტირების საფუძველზე, სიმბოლურად სამი „საუკეთესო მაღაროელი“ გამოვლინდა, რომლებსაც სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

„ყველა მაღაროელს ვულოცავ დღევანდელ დღეს და მადლობას ვუხდი ასეთი რთული საქმის ერთგულებისთვის. ეს ადამიანები გმირები არიან, მათი საქმიანობა საამაყო და ამავდროულად საპასუხისმგებლოა. მოხარული ვარ, რომ უამრავი ახლაგაზრდა არის დაინტერესებული სამთოელის პროფესიით და ვუსურვებ მათ, რომ მომავალშიც უფრო მეტი ენერგიით და მონდომებით გააგრძელონ პროფესიული მოვალეობის შესრულება", - განაცხადა “არემჯი აურამაინის” გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ლიპარიამ.

მაღაროელები და მეშახტეები, მაღაროელთა პროფესიულ დღეს ყოველი წლის აგვისტოს თვის ბოლო კვირას აღნიშნავენ, კოვიდ რეგულაციების მოხსნის შემდეგ, კომპანიაში პროფესიული დღის უფრო პომპეზურად აღნიშვნა იგეგმება.