დღეიდან ქართული წარმოების გაძლიერების, ექსპორტის გაფართოებისა და იმპორტის ეტაპობრივი ჩანაცვლების ხელშემწყობი პროგრამა ამოქმედდება

პირველი სექტემბრიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი კომპონენტები შედის ძალაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებასა და იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

„ის საწარმოები, რომლებიც ჩართული არიან საექსპორტო წარმოებაში, ან არიან იმპორტის კონკურენტები და ემსახურებიან იმპორტის ეტაპობრივ შემცირებას და ჩანაცვლებას, ახალი პროგრამებისთვის ერთდროულად მიიღებენ, როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, ასევე დაახლოებით 60 პროცენტით საგრანტო თანადაფინანსებას გავუწევთ ბანკების წინაშე, ამავდროულად მოხდება სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირება, მაქსიმუმ 10 წლის ვადით. ეს პროგრამა ემსახურება ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებას, იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.