ცვლილებები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან, 1-ლი სექტემბრიდან ძალაში შევიდა რამდენიმე ცვლილება.

მათ შორის:

  • იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამა, რომელიც მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებს შეეხებათ. სესხის ოდენობა 200 000 ლარი იქნება და სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს. ამასთან, ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის თანადაფინანსება სესხის პროცენტის ნახევარი იქნება, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - 2/3.
  • ამასთან, დღეიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი კომპონენტები შედის ძალაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებასა და იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას.
  • იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა. როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქცია დღეიდან, 1-ლი სექტემბერიდან ამოქმედდება.

გარდა ამისა, დღეიდან კოვიდვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად.