აშშ უკრაინას ევროკავშირთან დაახლოებაში დაეხმარება

აშშ აპირებს დაეხმაროს უკრაინას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, მათ შორის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოდერნიზების გზით. ამის შესახებ საუბარია ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული დოკუმენტი მანამდე ხელმოწერილ იქნა ამერიკისა და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრების ჯენიფერ გრენჰოლისა და გერმან გალუშენკოს მიერ, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის თანდასწრებით.

ტექსტში ნახსენებია, რომ ორი ქვეყნის ენერგეტიკული უწყებები აპირებენ „მხარი დაუჭირონ უკრაინის ძალისხმევას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პროცესში, მათ შორის, საკვანძო ენერგო-ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და მშენებლობის გზით“. მხარეები აპირებენ გაამყარონ საკვანძო ენერგეტიკული უსაფრთხოება ფიზიკური და კიბერთავდასხმებისგან, ასევე გარე მავნებლური გავლენებისგან, რომელიც მიმართულია, ხელი შეუშალოს უკრაინას დააკმაყოფილოს საკუთარი მოსახლეობის ენერგო მოთხოვნილება“.

ვაშინგტონი და კიევი აპირებენ იმუშაონ „უკრაინის ეკონომიკის დეკარბონიზაციაზე და მისი საექსპორტო პოტენციალის გაზრდაზე“. ამისთვის ქვეყნები შეიმუშავებენ კომპლექსურ გეგმას ენერგეტიკულ სექტორში. ის ითვალისწინებს თანამშრომლობას ბირთვული ენერგეტიკის, მზისა და ქარის ენერგეტიკის, წყლაბადის გამოყენებისა და ენერგიის შენახვის მიმართულებით.

აშშ ასევე დაეხმარება უკრაინას ენერგეტიკული სექტორის მართვაში, ამ სფეროში ექსპერტებისა და კვალიფიციური მრჩეველების ჩართულობის გზით.

ვაშინგტონი და კიევი მოწოდებულნი არიან გააღრმავონ 2018 წელს დაწყებული სტარტეგიული ენერგეტიკული დიალოგი. ამასთან, მხარეები მომდევნო თვეებში გამართავენ პირველ საქმიან შეხვედრას ამ კონკრეტული ენერგეტიკული და კლიმატის სფეროების მიმართულებით.

კოკა კვირკველია