Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1066 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1066 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1090 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 31 აგვისტოს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1107 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6806 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.