აუქციონზე 35 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის 92-დღიან N54 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდები ორმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი -4.65 პროცენტით, მაქსიმალური -4.85 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.84 პროცენტით განისაზღვრა.