საქართველოში სულ ჩატარებულია 1 210 746 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 408 663 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 14.3%

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1-ლი სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 210 746 აცრა.

მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 802 083 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28.1%, სრულად ვაქცინირებულია 408 663 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 14.3%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 26 201 ადამიანი აიცრა.