„შავი ლომი“ მხოლოდ აცრილ, ანტიგენის ან პსრ ტესტის მქონე სტუმრებს უმასპინძლებს

„შავი ლომი“ მხოლოდ აცრილ, ანტიგენის ან პსრ ტესტის მქონე სტუმრებს უმასპინძლებს - ამის შესახებ ინფორმაციას რესტორანის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ძვირფასო სტუმრებო, დღეიდან “შავი ლომი’ მხოლოდ აცრილ, ანტიგენი ან პსრ ტესტის მქონე სტუმრებს უმასპინძლებს. თანამშრომლებიც, რა თქმა უნდა, აცრილი დაგხვდებათ. ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს რესტორნის ადმინისტრაცია.