Apple-ის კაპიტალიზაციამ 2,5 ტრილიონს გადააჭარბა - რომელია 10 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია მსოფლიოში

აქციათა შერჩევის სტრატეგიის პორტალი Dogs of the Dow საბაზრო ღირებულების მიხედვით ყველაზე მსხვილი კომპანიების ტოპ-50 სიას აქვეყნებს, რომელიც აშშ-ს წამყვანი საფონდო ბირჟების, NYSE-ისა და Nasdaq-ის მონაცემების მიხედვით დგინდება და ვაჭრობის დახურვის შემდეგ, ყოველ დღე ახლდება.

31 აგვისტოს მონაცემებით, პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  • 1. Apple -2,509 ტრლნ დოლარი
  • 2. Microsoft - 2,268 ტრლნ დოლარი
  • 3. Alphabet Google - 1,934 ტრლნ დოლარი
  • 4. Amazon - 1,757 ტრლნ დოლარი
  • 5. Facebook - 1,069 ტრლნ დოლარი
  • 6. Tesla - 728.4 მლრდ დოლარი
  • 7. Berkshire Hathaway - 646.8 მლრდ დოლარი
  • 8. Taiwan Semiconductor - 617.2 მლრდ დოლარი
  • 9. NVIDIA - 559.6 მლრდ დოლარი
  • 10. Visa - 487.3 მლრდ დოლარი

პორტალ companiesmarketcap.com-ის ტოპ-10 სიაც ანალოგიურია, თუმცა მასში მეოთხე ადგილზე დასახელებულია კომპანია Saudi Aramco 1.873 ტრილიონი დოლარის კაპიტალიზაციით, რომლის აქციებმაც დღეში 0.29%-ით მოიმატა, თუმცა წელიწადში 1,13%-ით მოიკლო. გარდა ამისა, ათეულის ბოლო ადგილზე დასახელებულია ჩინური კომპანია Tencent, რომელიც 607.13 მლრდ დოლარის კაპიტალიზაციით NVIDIA-სა და Visa-ს უსწრებს. Tencent-ის აქციებმა დღეში 5.75%-ით მოიმატა, წელიწადში კი 9.77%-ით მოიკლო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ