ჩემს ობიექტებში ვაქცინირებულ სტუმრებს - ფასდაკლება, აცრილ თანამშრომლებს კი ბონუსები აქვთ -  შოთა ბურჯანაძე

სარესტორნო ბიზნესი სხვადასხვა გზით იმუნიზაციის პროცესს ახალისებს. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ სარესტორნო ბიზნესი სხვადასხვაგვარად ხედავს პროცესში საკუთარ თავს, თავად კი აცრილ თანამშრომლებს ხელფასის ნამატით, სტუმრებს კი ფასდაკლებით ახალისებს.

,,მივესალმები ჩემი კოლეგების ინიციატივას, რომლებიც სხვადასხვა ფორმით, მათ შორის არავაქცინირებული სტუმრების ტესტის გარეშე არ დაშვებით ახდენენ იმუნიზაციის პროგრამის წახალისებას. თუმცა, სარესტორნო ბიზნესი მაინც არის კერძო ბიზნესი და ინდივიდუალურია გადაწყვეტილებებიც.

ნებისმიერ ბიზნეს ოპერატორს შეუძლია, საკუთარი შეხედულების მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება. ეს, ჩემთვის არის ზრუნვა მოსულ მომხმარებელზე და სტაფზე. ჩემი მხრიდან, ყველა ვაქცინირებულ ადამიანს ფასდაკლება აქვს ჩემს ობიექტებში, მაგალითად ,,სტეიკ ჰაუს1“- ში და აცრილ თანამშრომლებს ხელფასზე ნამატი აქვთ, მე ასე დავინახე სწორი ნაბიჯი ვაქცინაციისთვის. ამ შემთხვევაში, არავინაა ვალდებული, სახელმწიფოს რეგულაციებს იქეთ, რამე შეასრულოს, თუმცა მე ჩემის მხრივ, აცრილ ადამიანებს ვახალისებ“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ინფორმაციისთვის, რესტორნების ნაწილი არავაქცინირებულ სტუმრებს კოვიდ ტესტის გარეშე ობიექტებზე აღარ იღებს.

თამარ მუკბანიანი