Greenpeace-მა ბრიტანეთის ხელისუფლებას ბურღვითი ლიცენზიების გაცემის გამო უჩივლა

საერთაშორისო ეკოლოგიურმა ორგანიზაციამ Greenpeace-მა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა, მათ მიერ ჩრდილოეთის ზღვაში ახალი ბურღვითი სამუშაოებისთვის ლიცენზიის გაცემის გამო. ამის შესახებ Sky News წერს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი ტიპის ლიცენზია გასაჩივრდება სასამართლოში და ის მოხდება შოტლანდიის დედაქალაქ გლაზგოში გასამართი მოახლოებული კონფერენციის წინ, რომელსაც გაერო კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გამართავს. ორგანიზაციის წარმომადგენლის მელ ევანსის თქმით, „აღმაშფოთებელია, თუ როგორ შტამპავს ბრიტანეთის ხელისუფლება ლიცენზიებს ნავთობის მოპოვებაზე, ისე რომ, სრულად იგნორირებას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე. ვიმედოვნებთ, რომ მოსამართლე დაგვეთნახმება იურიდიულად, რომ ამის გაკეთება დაუშვებელია“ - დასძინა მან.

Greenpeace-ს ამ ტიპის საჩივრისკენ უბიძგა ორგანიზაცია Oil & Gas UK-ის მიმართვამ ბრიტანეთის ხელისუფლებისადმი. ორგანიზაცია ითხოვს ჩრდილოეთის ზღვაში 18 ახალი პროექტის განხორციელებაზე ნებართვას და აცხადებს, რომ ეს აუცილებელია ქვეყნის ენერგორესურსებით მომარაგების სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

დიდ ბრიტანეთში ეს ორგანიზაცია არის წამყვანი სავაჭრო ასოციაცია შელფური ნავთოგაზის დარგის. მისი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში დიდი ბრიტანეთი იძულებული გახდა ბუნებრივი აირის 56%-ის იმპორტი განეხორციელებინა, რომელიც აუცილებელი იყო ელექტროენერგიის წარმოებისთვის. ეს კი მოხდა ჩრდილოეთის ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვების შემცირების ფონზე.

კოკა კვირკველია