როგორია მილიონერი დეპუტატის გეგმები და ქონებრივი დეკლარაცია

პარ­ლა­მენ­ტა­რი ნინო წი­ლო­სა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს ფო­ტოს, წარ­წე­რით: "ე.ი. სო­ფელ­ში რომ დავ­სახ­ლდე­ბი, საქ­მი­ა­ნო­ბას წა­მო­ვი­წყებ, ბევ­რს ვიშ­რო­მებ, კარ­გად გავ­მარ­თავ ჩემს წა­მო­წყე­ბას, ჩემს ნაშ­რომს რე­ა­ლი­ზა­ცი­ას გა­ვუ­კე­თებ, გა­ვა­ფარ­თო­ვებ საქ­მეს, სხვა ქა­ლებ­საც ავი­ყო­ლი­ებ და ბევ­რნი გავ­ხდე­ბით... მერე კი ვი­ტყვი ნამ­დვილ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიე-თქო!"

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ბიზ­ნემ­სენ ბად­რი წი­ლო­სა­ნის დე­პუ­ტატ ქა­ლიშ­ვილს მე­დია ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ებს მი­ლი­ო­ნე­რად და რა თქმა უნდა, სრუ­ლი­ად სა­ფუძ­ვლი­ა­ნად.

2021 წლის 29 იან­ვარს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, წი­ლო­სა­ნი ფლობს თბი­ლის­ში ორი არა­სა­ცხო­რე­ბე­ლი ფარ­თის წი­ლებს; დე­და­ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე ორ ბი­ნას; ავ­ტო­ფა­რეხს და მი­წის ნაკ­ვეთს ურეკ­ში. ამას­თან, მის სა­კუთ­რე­ბა­შია, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი Toyota. მას­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე - 2 786 ლარი, ხოლო ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ხით, 30 000 ლარი ჰქონ­და. მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე 2020 წელს - 54 871 ლარი შე­ად­გი­ნა. გარ­და ამი­სა, რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, წი­ლო­სა­ნი რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ა­ში ფლობს წი­ლებს, თუმ­ცა, ისი­ნი მარ­თვის უფ­ლე­ბით სხვა პირ­ზე აქვს გა­და­ცე­მუ­ლი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ამა­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მას მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ჰყავს აწ უკვე ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძე და შე­ტა­ნი­ლი აქვს მისი ასე­ვე შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­ნე­ბაც, თუმ­ცა დღეს დე­პუ­ტა­ტი მას უკვე მხო­ლოდ "შვი­ლე­ბის მა­მად" მო­იხ­სე­ნი­ებს. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და.

განაგრძეთ კითხვა